მუქედის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს კვირეული მიეძღვნა
14-02-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს კვირეული მიეძღვნა. იდეა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მარო ჯოგლიძეს ეკუთვნოდა.

კვირეულის ფარგლებში წიგნი საჯაროდ წაიკითხეს მასწავლებლებმა - თავად მარო ჯოგლიძემ, ნუნუ თვალაბეიშვილმა, ეკატერინე მანჯავიძემ და ხათუნა კორძაძემ. 

პანდემიის გამო, რამდენიმე მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა, აქედან გამომდინარე მათთვის შეხვედრები ონლაინ რეჟიმშიც გაიმართა. მოსწავლეებში კვირეულმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და დათქვეს, რომ მსგავსი აქტივობა ყოველ წელს ჩატარდეს. ასევე, დაიგეგმა, რომ ყოველი თვის ბოლო წიგნის კითხვას მიეძღვნას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203