ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 112-ის დღე აღნიშნეს
14-02-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

11 თებერვალი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დღეა, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით მე-7 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგის, ნუნუ ხაბულიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა.

აქტივობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა და ასევე, კონკრეტულად რა მიზეზით უნდა დარეკონ ადამიანებმა 112-ში, რათა არამიზნობრივი ზარები შემცირდეს.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს 112-ის დღე აღინიშნება, რომელსაც მსოფლიოს 82 ქვეყანა უერთდება - სადაც ნომერი 112 აქტიურია.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203