ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ნორჩი ოსტატები“ მიმდინარეობს
14-02-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტი „ნორჩი ოსტატები“ მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის” სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
მასში მოსწავლეები აქტიურად დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და განავითარეს.
პროექტის ხელმძღვანელი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყავანი მასწავლებელი ნათია ნაგერვაძეა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს