„რატომ არის კითხვა მნიშვნელოვანი“ - თბილისის N133 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტივობა მიუძღვნეს
14-02-2022
თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგ ქეთი ზარანდიას ხელმძღანელობით, თემაზე - „რატომ არის კითხვა მნიშვნელოვანი“ პლაკატები მოამზადეს. მესამეკლასელებმა თავიანთი მოსაზრებები ფურცელზე გადმოიტანეს, გააფორმეს, შემდეგ კი ვიდეოკოლაჟის სახით საზოგადოებას შესთავაზეს. 

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა სხვებსაც ურჩიეს, რომ წიგნები წაეკითხათ. 

„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“ - გოდერძი ჩოხელი.
თბილისის 133-ე საჯარო სკოლის წიგნის კითხვის კვირეულის ფარგლებში, გიზიარებთ მე-3 კლასის მოსწავლეთა საოცარ ნამუშევრებს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203