თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსანი“ ხმამაღლა წაიკითხეს.
ასევე, ღონისძიების მიმდინარეობისას ადამიანების ცხოვრებაში წიგნის როლსა და დანიშნულებაზეც ისაუბრეს.
ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„მოსწავლეები საჯაროდ ეზიარნენ „ვეფხისტყაოსნის“ ხმამაღლა კითხვის მადლს“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: