„ლიზიმ სკოლა ასახელა, ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას“ -ფოთის N7 სკოლის XI კლასის მოსწავლე ლიზი თავართქილაძემ კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა
14-02-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლიზი თავართქილაძე ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ განხორციელებულ კონკურსში - „ჩემი ქალაქის ევროპული საათი“ მონაწილეობდა. 

ლიზიმ კონკურსში წარმატება მოიპოვა და  მე-2 ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ლიზიმ ასახელა სკოლა, ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს სხვა პროექტებში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლის საკონკურსო ნამუშევარი იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203