გამარჯვების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
14-02-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში პროექტი „ყველაზე წიგნიერი“ ხორციელდება. 

პროექტის სამიზნე ჯგუფი სკოლის ყველა მოსწავლეა. ის ნოემბერში დაიწყო და სასწავლო წლის ბოლოს დასრულდება. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტივობა მიეძღვნა. 

„აქტივობები გაწერილია დროში და სამიზნე კლასზე. პროექტის მიზანია:

  • მოსწავლეებში კითხვის ტრადიციების აღორძინება და ბავშვის კითხვის კულტურის განვითარება ოჯახთან თანამშრომლობის საფუძველზე;
  • მოსწავლეებში კითხვის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით კითხვის პროპაგანდის გააქტიურება, თითოეული კლასის ჩართვა პროექტში;
  • ონლაინ სწავლების პირობებში მოსწავლეთა გააუქტურება და მათში წიგნიერების დონის ამაღლება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203