წიგნის საჯაროდ კითხვის დღე რუსთავის N23 საჯარო სკოლაში
11-02-2022

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში წიგნით საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ზიზი ჭაჭაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს. მათ სკოლაში სხვადასხვა ჟანრის წიგნები ხმამაღლა წაიკითხეს. გარდა ამისა, ისაუბრეს წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე. 

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნევენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203