
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ ლოზუნგით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მეხუთეკლასელებმა საყვარელი ნაწარმოებებიდან მცირე ფრაგმენტები წაიკითხეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
მე-5 კლასის მოსწავლეთა დამრიგებელი სალომე ბარდაველიძე გახლავთ.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიება. ეს დღე 100-მდე სხვადასხვა ქვეყენაში აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო: