რუფოთის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა დოლაკიძე საინტერესო პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
11-02-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის პედაგოგ, თეა დოლაკიძეს ევროპის გაერთიანებული სკოლების ქსელის eTwinning-ის პროექტში - „იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ონლაინ გაიმართა.
პედაგოგი პროექტში მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა.
ისტ-ის მასწავლებელი თეა დოლიკაძე გამორჩეულად საყვარელ, ნიჭიერ და აქტიურ მეექვსეკლასელებს მადლობას სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის.