ბარეთის საჯარო სკოლის მორიგი წარმატება
11-02-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლამ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. სკოლა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროექტში - „უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ მონაწილეობისთვის შეირჩა. 

პროექტის მიზანია საჯარო სკოლებში იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების (ECD კლუბები) შექმნა, რის მეშვეობითაც რეგიონებში მცხოვრები ბავშვები კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარს განივითარებენ; გაიმართება ECD კლუბების ერთობლივი ბანაკები, კონფერენცია სხვა სკოლების და დაინტერესებული მხარეებისთვის, რეგიონული კონფერენცია. მოხდება ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით; პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203