წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ნაგარევის საჯარო სკოლაში 
11-02-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროს კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა, ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა, ნინი მარგველაშვილმა უფროსკლასელებს წარუდგინა პრეზენტაცია ქართველი თანამედროვე მწერლის ბესო ხვედელიძის შემოქმედების შესახებ. ასევე მოეწყო ბესო ხვედელიძის ერთ-ერთი ნაწარმოების საჯაროდ კითხვა და განხილვა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელსაც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203