ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კვირეული მიეძღვნა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პიროვნებებისა და მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხშირად იმართება.სკოლის მოსწავლეებმა, ამჯერად, საქართველოს უძლიერესი მეფის, დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განახორციელეს:
- მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს;
- პედაგოგმა, მარიცა ბლიაძემ მეექვსე კლასში თავისუფალი გაკვეთილი თემაზე - „ჩვენი მეფე დავითი“ ჩაატარა;
- მე-8 კლასში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით გამოკითხვა - „რა ვიცით დავით აღმაშენებლის შესახებ“ ჩატარდა;
- მეცხრე კლასის მოსწავლეებმა კი კონფერენცია გამართეს თემაზე - „XI-XII საუკუნის სოციალური და კულტურული განვითარების წინაპირობები და შედეგები“.
კვირეულის მიმდინარეობის დროს გაჩნდა იდეა, რომ დიდგორის 900 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები - „ძლევაი საკვირველი“ ჩატარდეს.
იხილეთ ფოტოები: