ფოთის N7 სკოლის მოსწავლეებმა, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ონლაინ კონფერენცია გამართეს
11-02-2022

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტის  - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფარგლებში, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სასკოლო ონლაინ კონფერენცია ჩაატარეს. 

კონფერენციის თემა იყო - „2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე!“.

კონფერენციაში VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონფერენციას პედაგოგი ანა კვასხვაძე ხელმძღვანელობდა. 

კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები მასში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჭარბტენიანი ტერიტორიების ღირებულებისა და სარგებლობის ჩვენება. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203