მორიგი წარმატებული აქტივობა Minecraft-ის გამოყენებით - თამაშზე დაფუძნებული სწავლებ​ა ჭაგნის საჯარო სკოლაში
11-02-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების ინტერესებსა და მისწრაფებებს ყოველთვის ითვალისწინებენ და მათ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში რთავენ.

სკოლაში მოსწავლეთა სამოტივაციოდ თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას ხშირად მიმართავენ და ამ მიზნით Minecraft-საც იყენებენ. ასეთი სწავლება კი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სინტერესო და სახალისოა, შესაბამისად მსგავსი ტიპის აქტივობებს ბრწყინვალედ ართმევენ თავს. 

„კოდის ერთი საათი“ MINECRAFT-ის გამოყენებით წარმატებით ჩატარებული კიდევ ერთი აქტივობა, რასაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ჩვენმა საყვარელმა ბავშვებმა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203