
ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლის გუნდი „გოთუელები“ პროექტის - „ყველაზე წიგნიერი“ მეორე ტურში გადავიდა.
პროექტში სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათი პედაგოგი ნინია სულაძე გახლავთ.
პროექტის პირველ ტურში, რომელიც 29 იანვარს ჩატარდა, ორი გუნდი „გოთუელები“ და „სიბრძნის მაძიებლები“ ჩაერთო.
სკოლა მოსწავლეებს შემდეგ ტურში წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: