იდლიანის საჯარო სკოლის პედაგოგ ხატია ჯალაღონიას უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
11-02-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ. 

სკოლას კიდევ ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი შეემატა. პედაგოგ ხატია ჯალაღონიას უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ადმინისტრაცია ულოცავს სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ხატია ჯალაღონიას უფროსი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს მომავალშიც უამრავ წარმატებას, წინსვლას კარიერასა და პირად ცხოვრებაში“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

.მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. პედაგოგს სქემა საშუალებას აძლევს, სტატუსი აიმაღლოს და უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203