ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში ვიქტორინა-კონკურსი გაიმართა
11-02-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

სკოლაში VI-IX კლასებს შორის დავითობისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები ვიქტორინა-კონკურსში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამარჯვება მოიპოვა მე-7 კლასის გუნდმა „დიდგორი“. ვიქტორინა-კონკურსის მონაწილე გუნდები სკოლის დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203