კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ეკომეგობრული პირბადის შემქმნელთან ინტერვიუ ჩაწერეს
11-02-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა - თეა ბეროშვილმა და ნანა ღვინაშვილმა ეკომეგობრული პირბადის შემქმნელთან მერიენ დე გრუთ-ფონსთან ინტერვიუ ჩაწერეს.

მერიენი გრაფიკული დიზაინერია ჰოლანდიიდან, მან წარმატებით შეასხა ფრთები ბუნებისათვის უსაფრთხო პირბადის შექმნის იდეას და გააფართოვა თავისი ბიზნესი.

გოგონებმა მერიენის საქმიანობის შესახებ ერთ-ერთი სტატიიდან შეიტყვეს და დაეკონტაქტნენ მას. მერიენი სიამოვნებით დაეთანხმა ინტერვიუს და კლუბის წევრების შეკითხვებს საინტერესო და ამომწურავი პასუხები გასცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203