წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ხალიფაურის საჯარო სკოლაში
10-02-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და თანატოლებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს. მასწავლებლები კი მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას  დიდი ყურადღება ექცევა, ამიტომ პედაგოგები მოსწავლეებს ამ მიმართულებით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონს აღწევს. ისინი ერთიანდებიან საერთო სლოგანის (დევიზის) გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, რომ გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ჩვენ, ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, შევუერთდით ამ საერთაშორისო ინიციატივას, რათა გავმხდარიყავით მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი“,- აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203