ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლე დათა ბოჭორიშვილმა izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
10-02-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დათა ბოჭორიშვილმა izrune.ge-ს გეოგრაფიის ოლიმპიადაში - „ჩვენ და დედამიწა“ I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას ულოცავენ. 

„დღეს ჩვენი სკოლის მე-4 კლასელმა, დათა ბოჭორიშვილმა ძალიან გაგვახარა. მან მონაწილეობა მიიღო izrune.ge -ს ოლიმპიადაში და საკმაოდ რთულ კითხვებს წარმატებით უპასუხა. ვულოცავთ მას ამ მიღწევას და მოვუწოდებთ სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს დარეგისტრირდნენ izrune.ge-ზე და ჩაერთონ ამ მეტად საინტერესო პროექტში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

გეოგრაფიის ოლიმპიადა- „მე და დედამიწა“, რომელიც განკუთვნილია I-XII კლასის მოსწავლეებისთვის, 10 თებერვალს, izrune.ge-ზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ფოლადაანთკარის​ საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203