დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
10-02-2022

„გიყვარდეს წიგნი - ცოდნის წყარო“- ამ სლოგანით ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

სკოლის მოსწავლეებმა ამ დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს. მათ შორის, გამართეს: პრეზენტაცია სახელწოდებით - „რა სარგებლობა მოაქვს წიგნს ადამიანის სულისთვის“, შეარჩიეს საყვარელი წიგნები და წაიკითხეს მათთვის გამორჩეული ეპიზოდები, შექმნეს ნახატები და მოაწყვეს მინი გამოფენა, გამართეს დისკუსია და გაცვალეს საკუთარი მოსაზრებები და ასევე ისაუბრეს წიგნის როლზე ადამიანის ცხოვრებაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელსაც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203