თბილისის N107 სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრები საბავშვო წიგნების ავტორს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ
10-02-2022

თბილისის N107 სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრები, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწერალ ლია შალვაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. 

საბავშვო წიგნების ავტორმა საინტერესოდ  ისაუბრა და მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა. ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ მათ. ჩვენი სურვილია ქალბატონი ლია მოვიწვიოთ სკოლაში და გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ლიტერატურულ კლუბში (ხელმძღვანელი ლ.ლეკიშვილი) გაერთიანებულია მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეები. 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. მას 100-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. 

აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს, ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და ილუსტრატორები მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს ონლაინ შეხვდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მათთან ერთად აღნიშნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203