მარტყოფის N1 სკოლის მოსწავლე იაკო ეპიტაშვილი მოხალისეების პროექტში მონაწილეობს
10-02-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე იაკო ეპიტაშვილი მოხალისეების პროექტში მონაწილეობს. 

პროექტში, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში COVID-19-ის პრევენციის პოპულარიზაციისთვის, 150 ახალგაზრდა ერთიანდება. მოხალისეებს შორის შეირჩა იაკო ეპიტაშვილიც. 

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და ამ კეთილ საქმეში მხარდაჭერას უცხადებს.  

UNICEF Georgia-ს გავრცელებული ინფორმაციით, მოხალისეების პროექტის მიზანია მოზარდებში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის დაცვის ზომებისა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის ხელშეწყობის მეშვეობით. მოხალისეები მოაწყობენ შეხვედრებსა და დისკუსიებს ახალგაზრდულ კლუბებსა და ცენტრებში, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება ჰიგიენის პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე ინფიცირების პრევენცია და კონტროლი.

პროექტს ორგანიზებას უწევს გაეროს ბავშვთა ფონდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID/Georgia მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand).

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203