თბილისის N60 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
10-02-2022
თბილისის N60 საჯარო სკოლის ნიჭიერი და კითხვის მოყვარული პირველკლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
Iგ კლასის მოსწავლეებმა ეს დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს; პატარებმა ერთმანეთს მათთვის საინტერესო ლიტერატურა გაუზიარეს და მცირე ნაწყვეტებიც წაიკითხეს.
პატარა მოსწავლეების დამრიგებელი კი თამუნა მახარაშვილი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ; ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს