ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ
10-02-2022

ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

პროექტი ეხება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის რისკის მქონე ბავშვებისთვის საქართველოში. 

მისი მიზანია სხვადასხვა მიზეზით საგანმანათლებლო სივრცის მიღმა აღმოჩენილ ბავშვთა განათლების უფლების უზრუნველყოფა, სისტემური მიდგომებით ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვისა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების ხელშეწყობა.

9 თებერვალს, პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პროექტის ორგანიზატორებთან ერთად, ხაშურის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203