„ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება“ - ქობულეთის N3 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
10-02-2022
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, საგანმანათლებლო პროექტებს ხშირად აკეთებენ და ამით საკუთარ ცოდნას კიდევ უფრო იღრმავებენ.
ამჯერად, Vა კლასის მოსწავლეებმა პროექტი თემაზე - „ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება“ წარადგინეს. ბავშვებმა პროექტის შესახებ საინტერესო ბანერები გააკეთეს, რომლებზეც ინფორმაცია და თემატური ფოტოები დაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მეხუთეკლასელები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.