კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ონლაინ შეხვედრა მიუძღვნეს
10-02-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა და კლუბის ხელმძღვანელმა, ნინო გეთიაშვილმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით  Zoom შეხვედრა ჩატარდა, სადაც ნიკო კეცხოველის წიგნიდან - „მეცხრე მთაც გადავიარეთ“ ნაწყვეტები წაიკითხეს. შეხვედრის ბოლოს კი საკუთარ შეხედულებებზე და შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას უფროსკლასელებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ; ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203