ახალდაბის საჯარო სკოლაში „დებატ-კლუბის“ შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა
09-02-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში „დებატ-კლუბი“, ქვეყანაში „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო, ონლაინ Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.

დებატები წარიმართა „დისნეის“ - „აზროვნების სამი სკამის“ მეთოდის გამოყენებით. დებატების თემა იყო - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა KOVID 19-გან ისე, რომ კოვიდის არც ერთი შტამი აღარ იყოს ქვეყნიერებაზე?“

მოსწავლეებმა აირჩიეს ყველაზე ოპტიმალური გზა/ები მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის მხრიდან, რომელიც დაეხმარებოდა ზემოთ დასახელებული მთავარი პრობლემის მოგვარებაში

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „დებატ-კლუბი“ ახალდაბის საჯარო სკოლაში ტარდება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან, ყოველი კვირის სამშაბათ დღეს.

დებატები ზემოთ მითითებულ გასულ დღეებში წარიმართა სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე: „სამყარო, რომ უკეთესი გახდეს, საკმარისია საკუთარი თავი შეცვალო?“;

„როგორაა საქართველოში დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?“;

„რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნება?“;

„რამდენად სწორია თქვენი შეხედულებით საახალწლო ტრადიციების დაცვა?“ - სახალისო აქტივობების გამოყენებით;

„დებატ-კლუბში“ მონაწილეობენ სკოლის მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მათი სურვილისამებრ;

ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი მასწავლებელი მადლობას უხდიან დებატებში მონაწილე მოსწავლეებს და უსურვებენ მათ ჯანმრთელ, ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას;

დებატ-კლუბის ხელმძღვანელი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მალვინა ზოიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203