ცაგერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამარ კოპალიანი სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში წარმატებით გადავიდა
09-02-2022

ცაგერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამარ კოპალიანი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა. მოსწავლემ წარმატება ქიმიის ოლიმპიადაში მოიპოვა. 

თამარ კოპალიანის ქიმიის მასწავლებელი ნუნუ ჩაკვეტაძე გახლავთ. 

სკოლის დირექცია მოსწავლეს წარმატებას ულოცავს, პედაგოგს კი გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. 

„2021-2022 სასწავლო წლის მოსწავლეთა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-2 ტურში (საგანი ქიმია) უმაღლესი შეფასების მიღებას და მე-3 ტურში წარმატებით გადასვლას ვულოცავთ ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, თამარ კოპალიანს.

უღრმესი მადლობა ქიმიის პედაგოგს, ქალბატონ ნუნუ ჩაკვეტაძეს, რომელიც წლებია მაქსიმალურს აკეთებს მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა- განვითარებისათვის.

კვლავ ულევ წარმატებას გისურვებთ ჩვენო ნუნუ მასწავლებელო და ჩვენო თამუნია“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203