
წალკის N1 საჯარო სკოლა კიდევ ერთ ონლაინ აქტივობაში ჩაერთო. სკოლის ეკოკლუბის წევრები გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებს შესახებ ჩატარდა და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
„2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეა! გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა სკოლის ეკოკლუბის დიდი ხნის ტრადიციაა. ამჯერად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენინგს დავესწარით და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: