თბილისის N108 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა მიეძღვნა
09-02-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს.
ნიჭიერმა მოსწავლეებმა პირველკლასელებს შემეცნებითი პრეზენტაცია გაუზიარეს, რომელიც მეტად საინტერესო ფაქტებით იყო დატვირთული. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
„მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია გაუზიარეს ჩვენს საყვარელ პირველკლასელ მოსწავლეებს; მადლობა ჩემს ჭკვიან მოსწავლეებს - რატი რატიანს, ლიზი უსენაშვილს და ასევე მადლობა პატარებს მათი აქტიური ჩართულობისათვის და დამრიგებელს, თამარ გალეგაშვილს ამ შესაძლებლობის მოცემისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი ნანუკა ზაზანაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს