„მთლიანად დამწვარი სიცოცხლეები“ -კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტზე იმუშავეს
09-02-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პროექტი „მთლიანად დამწვარი სიცოცხლეები“ მოამზადეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გენოციდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიძიეს, მიმოიხილეს ამ თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურა, ფილმები, შექმნეს კომიქსები, დღიურები და ნახატები.

მოსწავლეების ხელმძღვანელი მასწავლებელი ლელა მაზანიშვილი იყო.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც თან ახლდა ჰოლოკოსტს.

„საჭიროა, თითოეულ ჩვენგანს ახსოვდეს ჰოლოკოსტის მძიმე გაკვეთილი, რათა მსოფლიოში მსგავსი უბედურება აღარასოდეს განმეორდეს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203