ჯუმის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა
09-02-2022
2 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის საზოგადოება ტრადიციულად „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის“ აღნიშვნას შეუერთდა და ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა.
მოსწავლეებმა სასურველი ნაწარმოებებიდან მონაკვეთები ხმამაღლა წაიკითხეს და თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს. მასწავლებლები კი მათ წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯუმის საჯარო სკოლა აქტიურად უწყობს ხელს წიგნის პოპულარიზაციას. ამას მოწმობს ამ კუთხით სკოლაში განხორციელებული არაერთი ღონისძიება. მათ შორის პროექტის - „წაიკითხე წიგნები - უკეთესად იქნები“ მდგრადობა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად ეწყობა წიგნების კითხვა/განხილვა - ფინჯან ჩაისთან ერთად.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს