დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
09-02-2022

„ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად“- ამ სლოგანით დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მესამეკლასელებმა სკოლაში მათი საყვარელი წიგნები მიიტანეს და თანატოლებს საინტერესო ეპიზოდები წაუკითხეს. პედაგოგები კი მათ მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

სკოლაში კარგად იციან, რომ წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა, ამიტომ მოსწავლეებს ამ კუთხით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიება და მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203