ლედგებეს საჯარო სკოლა სპორტის წარმატებულ მასწავლებელს -სოსო ბეჭვაიას გვაცნობს
09-02-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლა სპორტის მასწავლებელ სოსო ბეჭვაიასა და მის მოსწავლეებს გვაცნობს.

პედაგოგი ამჟამად მოსწავლეებს მაგიდის ჩოგბურთში ამზადებს. აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ხშირად ერთვებიან.

სკოლა წარმატებას უსურვებს პედაგოგსა და მის მოსწავლეებს. 

„სოსო ბეჭვაია, ამ ეტაპზე, მოსწავლეებს მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრზე გასასვლელად ამზადებს. მან ჩაატარა სკოლის შიდაშეჯიბრი და გამოავლინა რამდენიმე გამარჯვებული. აქვს უამრავი მოგება და ასევე თასები აღებული. ვუსურვებთ, კიდევ ბევრი გამარჯვება მოეტანოს ლედგებეს საჯარო სკოლისთვის“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203