ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაში მონაწილეობდნენ
09-02-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები -  ნათია ესელიძე და ლიზი ჟიჟავაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნაირა ჟიჟავაძის ხელმძღვანელობით, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა რიგით მე-20 შეკრებაში მონაწილეობდნენ. 

ფოლკლორისტთა შეკრება 15 დეკემბერს ჩატარდა. 

მათ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე წარადგინეს თემა - „შაირები ბევრი ვიცი“.

შეკრება, რომელსაც - „ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრების“ პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ცისანა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა, დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

მოსწავლეების მიერ რესპონდენტებისაგან ჩაწერილი შაირები ეხებოდა სხვადასხვა თემებს: სიხარულს, პრობლემებს, ახალგაზრდებს, თაობათა შორისა და რძალ- დედამთილის ურთიერთობებს. პრეზენტაცია მოსწავლეებმა წარადგინეს რძალ- დედამთილის ურთიერთობის თემაზე ჩაწერილი შაირებით ფანდურზე დამღერებითა და აჭარული განდაგანას თანხლებით.

მონაწილე მოსწავლეები ლიზი ჟიჟავაძე და ნათია ესელიძე დაჯილდოვდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დიპლომებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203