„ანი, ომარი, მანანა და მათი თანატოლები ქვეყნის მომავალს ქმნიან“-ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო თამაშზე წარმატებით წარდგნენ
09-02-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები -  ანი ჯალაბაძე, ომარი თედორაძე და მანანა ჭიხვარია კავკასიის უნივერსიტეტის პროექტში - „კამათი ხელოვნება“ მონაწილეობდნენ. 

პროექტში სხვადასხვა რეგიონის გუნდები იყვნენ ჩართულნი. 

თამაში 4 დეკემბერს დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ერკეთის საჯარო სკოლის გუნდმა იმუშავა თემაზე - „შეთანხმება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“. მოსწავლეებმა თამაშის ფარგლებში მთავრობის წევრების როლი მოირგეს და კამათის ხელოვნების გამოყენებით საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. 

„წილისყრით განაწილდა პრემიერ-მინისტრის და სხვა მინისტრების პოზიციები. მომავალმა მთავრობამ, კამათის ხელოვნების გათვალისწინებით, წარმოადგინა თავისი ხედვა. მოკამათე გუნდები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობის განვითარება სასაზღვრო ზოლთან, ორივე მხარის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ტურიზმი და სხვა ახალგაზრდული პროექტები უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი.

ჟიურიმ, უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა, საუკეთესოდ შეაფასა ჩვენი გუნდის მომზადება. ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ ის სამადლობელი სიტყვები, რაც ამ დღეს მოისმინეს.

ანი, ომარი, მანანა და მათი თანატოლები ქვეყნის საუკეთესო მომავალს ქმნიან. წარმატებები მათ ამ რთულ, მაგრამ საამაყო გზაზე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203