„ვფიქრობთ, შევძლებთ მომავალი თაობის წიგნთან დამეგობრებას“ - ურთის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
09-02-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მათ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე, საყვარელი წიგნებიდან წაიკითხეს მათთვის საინტერესო ციტატები და მონაკვეთები, ისაუბრეს იმ პერსონაჟებზე, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონთ.

აქტივობა პედაგოგმა ნინო ზაქარაიამ განახორციელა. 

აქტივობის ერთ-ერთი მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის კითხვის წახალისება და პოპულარიზაცია. 

„უღრმესი მადლობა ნინო ზაქარაიაზეს ასეთი სასიამოვნო და თბილი გარემოს შექმნისთვის. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთმა შეხვედრებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს. ვფიქრობთ, მსგავსი აქტივობებით ხელი შეეწყობა მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციას და შევძლებთ მომავალი თაობის წიგნთან დამეგობრებას“,- აცხადებენ სკოლაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203