თბილისის N31 საჯარო სკოლაში თანამედროვე მწერალს უმასპინძლეს
09-02-2022
თბილისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს. სკოლის ყველა საფეხურის პედაგოგი აღნიშნული თარიღის აღსანიშნავ აქტივობებში ჩაერთნენ და მწერალ მაკა ლდოკონენს უმასპინძლეს, რომელმაც მოსწავლეებთან მეტად საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა ჩაატარა.

აღნიშნულ ღონისძიებაში პედაგოგები: ნათია აბულაძე (საბავშვო მწერალი), ხათუნა ვასაძე, დალი ხმალაძე, თეა ჯანაშია, სოფიკო ანთია, ქეთი მეგრელიძე, ნინო გოგოლაძე, ეკა ხაბურზანია, ჟუჟუნა გოგოჭური და ხათუნა ოდელაძე მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა, რომელსაც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ და მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. ზემოთ ხსენებულ თარიღთან დაკავშირებით ბაღებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს თანამედროვე ავტორები სტუმრობენ. ღონისძიების მიზანი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203