
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში აშშ საელჩოს დაფინანსებული პროექტის - „STEM მენტორების კურსი“ ფარგლებში, STEM-კლუბი შეიქმნა.
კლუბი მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებელმა, მაია ჩაჩხიანმა დაარსა.
პროექტის ფარგლებში, პედაგოგმა მიიღო არდუინოს ლაბორატორია და მონაწილეობს კურსში - „საგანმანათლებლო და STEM პროექტების მოდელირება - კონსტრუირება“.
პედაგოგის თქმით, STEM-კლუბის ერთ-ერთი მიზიანია, მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება STEM-საგნების მიმართ.
იხილეთ ფოტო: