ლაცორიის საჯარო სკოლის მეორეკლასელმა, გაბრიელ სვანიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე გაბრიელ სვანიძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.