გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
08-02-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს. პედაგოგები კი მათ მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
სკოლაში კარგად იციან, რომ წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ნამდვილად მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა, ამიტომ მოსწავლეებს ამ კუთხით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიება და მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს