ჩქუმის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ თუთისანმა izrune.ge-ს დიპლომი მოიპოვა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ თუთისანმა izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.