ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
08-02-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს. პედაგოგები კი მათ მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიება და მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.