საბეჭისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა
08-02-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. 

სკოლაში ღონისძიება, რომელშიც მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ისტორიის პედაგოგის სულიკო შავაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქის საქართველოს შესახებ ისაუბრეს, ასევე დამსწრე საზოგადოებას თავად მეფის შესახებ მიაწოდეს საინტერესო ცნობები. 

ღონისძიებამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„მოსწავლებმა დეტალურად აღწერეს საქართველოს გამაერთიანებელი მეფის, დავითის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები. ასევე ისაუბრეს მის წვლილზე ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203