
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმატით, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. სკოლაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.
სკოლის დირექცია საგანმანათლებლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წასამართად ყველაფერს აკეთებს.
„ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ამინდის გაუარესებისა, მეორე სემესტრში მოსწავლეებმა სწავლა სასკოლო სივრცეში განაახლეს. მოსწავლეებს უწყვეტ რეჟიმში ემსახურება ტრანსპორტი, რაშიც ხელს გვიწყობს ადგილობრივი მთავრობის მიერ განხორციელებული ინტენსიური გზის გაწმენდითი სამუშაოები. სკოლა კი თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მოსწავლეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. მასწავლებლები სასწავლო აქტივობებს გეგმავენ ისე, რომ დაცული იყოს მოსწავლეთა შორის დისტანცია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.