თაზაქენდის საჯარო სკოლის პედაგოგ მეჰრიბან გაჯიევას უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
08-02-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.

სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი მეჰრიბან გაჯიევა უფროსი მასწავლებელი გახდა.

სკოლა მეჰრიბან გაჯიევას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და სკოლის სასახელოდ კიდევ მრავალ წინსვლას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. პედაგოგს სქემა საშუალებას აძლევს, სტატუსი აიმაღლოს და უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203