აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
08-02-2022
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლიზი ქარაია, მარიამ ჩხიკვაძე, ალექსი ბასარია და სალომე შარია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

წიგნებისა და კითხვის მოყვარულმა მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლექსები წაიკითხე და ვიდეოც გადაიღეს, რომელსაც სკოლა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით უზიარებს.

კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ხშირად იმართება და გამონაკლისი, არც ეს მნიშვნელოვანი თარიღი ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ წიგნის წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ; ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი, 31 მილიონამდე აღწევს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203