ცაგერის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
08-02-2022
ცაგერის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მცირე, მაგრამ საინტერესო აქტივობით აღინიშნა. გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიება ვერ შედგა, თუმცა სკოლის მოსწავლეები - ლიზი საძინაძე და მარიამ კორძაია სკოლის ბიბლიოთეკას, მათთვის მეორე ოჯახს ესტუმრნენ.
მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას სასურველი წიგნის გასატანად ესტუმრნენ და საბავშვო განყოფილების გამგე ლალი ფანჯარაძესთან ერთად წიგნის საჯაროდ კითხვაში ჩაერთნენ.
მე-9 კლასის კითხვის მოყვარულმა მოსწავლეებმა- ლიზი საღინაძემ და მარიამ კორძაიამ აკაკი წერეთლის - „მოსწავლე და მასწავლებელი“ ხმამაღლა წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ ცაგერის საჯარო სკოლა მოსწავლეების განვითარებაზე მუდამ აქტიურად ზრუნავს, ამიტომაც ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის წიგნების მოყვარულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გვერდი არ აუვლიათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს